დიდოსტატი 2016 წელს შეიქმნა და მას შემდეგ კომპანიამ ათეულობით მომხმარებელს მისცა საშუალება თავისი ოცნების ხის სახლი აეშენებინა. კომპანიის უმთავრეს საქმიანობას ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული ხის კოტეჯების, სასტუმროების და მულტიპროფილური სახლების აშენება წარმოადგენს. დღეისათვის, დიდოსტატის პორტფელში არის 50-ზე მეტი დასრულებული ხის კოტეჯი. კომპანიის პროექტები განხორციელებულია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში - თბილისში, ყაზბეგში, მესტიაში, ბახმაროში, გრიგოლეთში და ა.შ.

მრავალი წლის განმავლობაში დაგროვებული ცოდნა და გამოცდილება, კომპანიას საშუალებას აძლევს რომ მომხმარებელს შესთავაზოს უმაღლესი ხარისხის მასალებისა და გამოცდილი მშენებლების უნიკალური კომბინაცია. დიდოსტატი პასუხისმგებლობას იღებს პროექტის ყველა ასპექტზე. შესაბამისად, მომხმარებელს საშუალება აქვს საკუთარი ოცნების ხის სახლი მიიღოს სულ რაღაც 4-10 კვირის შუალედში.

კომპანიის მიერ მშენებლობისას გამოყენებული მასალები არის უმაღლესი ხარისხის - მშენებლობისას გამოიყენება ეკოლოგიურად სუფთა, ჭიების საწინააღმდეგო ხსნარებით დამუშავებული ფიჭვის მასალა, 15სმ სისქის Knauf-ის ნატურალური, ცეცლგამძლე და ენერგოეფექტური ბამბა, კორეული Monterrey Lux-ის მეტალოკრამიტის სახურავი, Tikkurila-ს ეკოლოგიურად სუფთა საღებავი და სხვა უმაღლესი ხარისხის მასალები.

ჩვენი აზრით, სახლი ყველაზე მყუდრო და კომფორტული ადგილია ადამიანითვის. შესაბასამaდ, დიდოსტატის მისiაა, მივცეთ ადამიანებს შესაძლებლობა ხელმისაწვდომ ფასად საოცნებო სახლი აიშენონ.